მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და კომიტეტის წევრმა გიორგი ბარვენაშვილმა შეხვედრა გამართეს საქართველოში ევროპის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტთან ჯონ ბრაეკველდტსთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ინტეგრაციისა და განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეგიონული მნიშვნელობა და აზიასთან დამაკავშირებელი შუა დერეფნის პერსპექტივა.

იმსჯელეს, ევროკავშირის ბიზნეს პლატფორმების ფარგლებში, საქართველოს აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაზე, სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სატრანზიტო პოტენციალზე და ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოზე.

შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" (DCFTA) შეთანხმებით სხვადასხვა მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ევროკავშირში ინტეგრაციას.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შედეგად შექმნილ ახალ რეალობაზე, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და ხაზი გაუსვა ამ კონტექსტში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს შორის ბიზნეს კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საჭიროებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება