შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირში საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს

უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირში საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ვილნიუსში ვიზიტის დროს განაცხადა.

"ჩვენს წინაშე ძალიან სერიოზული გამოწვევები დგას, ამიტომ სამ პრიორიტეტს ვხედავ. უპირველეს ყოვლისა, ძლიერი და უსაფრთხო ევროკავშირი უნდა ავაშენოთ. ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობა უნდა გავაუმჯობესოთ და უკრაინას უნდა ვეხმარებოდეთ იმდენად, რამდენიც საჭირო იქნება. ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება უნდა მოვახდინოთ - ფინანსურების, შეიარაღებით მხარდაჭერის, პოლიტიკური მხარდაჭერის… და ასევე უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ”, - განაცხადა მიშელმა.

ცნობისთვის, შარლ მიშელი ლიეტუვაში ევროკავშირის სტრატეგიულ დღის წესრიგზე კონსულტაციების მეორე რაუნდისთვის ჩავიდა, რომლის ლიდერებიც არიან ლიეტუვა, ჩეხეთი, ნიდერლანდები, შვედეთი და ბულგარეთი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს