WP - აშშ-მა რუსეთი „კროკუსზე“ ტერორისტული თავდასხმის საფრთხის შესახებ წინასწარ გააფრთხილა

მოსკოვის ოლქში მომხდარ ტერაქტამდე ორ კვირაზე მეტი ხნით ადრე, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს აცნობა, რომ საკონცერტო დარბაზი „კროკუს სითი ჰოლი“, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე გამხდარიყო, - ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომელთა ვინაობას არ ასახელებს.

„სისხლიან ტერაქტამდე ორ კვირაზე მეტი ხნის წინ, აშშ-ის ხელისუფლებამ რუს ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ პოპულარული საკონცერტო დარბაზი „კროკუს სითი ჰოლი“ პოტენციური სამიზნე იყო“, - წერს გამოცემა.

მანამდე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა 7 მარტის დილით რუსეთის დაზვერვის სამსახურებს მიაწოდა წერილობითი ინფორმაცია მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ.

ცნობისთვის, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ 22 მარტს განხორციელებულ თავდასხმას 144 ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს