მოგზაურმა ინფლუენსერმა კარლ ვოთსონმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ Youtube-ზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა

მოგზაურმა ინფლუენსერმა კარლ ვოთსონმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ Youtube-ზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კარლ ვოთსონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საერთაშორისო ციფრული კონფერენციის TRAVERSE ფარგლებში იმოგზაურა.

„დოკუმენტური ფილმი Midnight Train To Georgia რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება და ნაჩვენებია კარლ ვოთსონის მოგზაურობა ლონდონიდან თბილისამდე.

ფილმში ნაჩვენებია თბილისის ისტორიული უბნები, ეკლესიები, კვების ობიექტები, ქართული კერძები, ღვინო, ასევე TRAVERSE-ის ფარგლებში, თბილისში გამართული კონფერენცია, რომელსაც 180-მდე ინფლუენსერი ეწვია დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. კარლ ვოთსონმა Youtube-ის მომხმარებელს გააცნო გუდაური, სამთო კურორტის ინფრასტრუქტურა, დაბა სტეფანწმინდა და გერგეტის სამება.

ციფრული კონფერენცია TRAVERSE თბილისში იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით, ინფლუენსერებმა თბილისში, მესტიაში, გუდაურში და სხვა ადგილებში იმოგზაურეს. ინფლუენსერებმა საქართველოს შესახებ ბლოგები, პოსტები, სთორები და ვიდეო რგოლები მოამზადეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

https://www.youtube.com/watch?v=JoOJhd_9FE4

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს