ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 2024 წლის 3 თვის ბიუჯეტი 125.9%-ით შეასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 125.9%-ით ანუ 114.0 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 554.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (440.8 მილიონი ლარი) 114.0 მილიონი ლარით მეტია.

„უწყებამ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 76.1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 3 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2024 წლის 3 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 365.2 მილიონი ლარი (გეგმის 130%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 105.9 მილიონი ლარი (გეგმის 112%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 74.7 მილიონი ლარი (გეგმის 135%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 7.4 მილიონი ლარი (გეგმის 100 %)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება