ქუთაისში ჩატარებულ იდეათონში, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ახალგაზრდების ფავორიტი გუნდი დაასახელა

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, გამართულ ახალგაზრდების იდეათონში, ერთ-ერთი გამარჯვებული, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრო ინჟინერიის ფაკულტეტის გუნდი გახდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, იდეათონის ჟიურის ერთ-ერთი წევრი სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის მთავარი ინჟინერი ფრიდონ ახალაძე იყო.

მათივე ცნობით, კომპანიის განსაკუთრებული მოწონება სწორედ აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიმსახურეს, რომლებმაც ჭკვიანი, მულტიფუნქციური სკვერის იდეა წარმოადგინეს. აღნიშნული იდეის შემდგენელი ნაწილი იყო გარე განათების, პარკირების სისტემის, ხანძრის საწინააღმდეგო, ნარჩენების ურნის და მოლაპარაკე ისტორიული ძეგლების ჭკვიანი მოწყობილობების სისტემები.

„აუცილებელია ახალგაზრდების იდეების მოსმენა და მხარდაჭერა. ახალი თაობა მოდის და მართლაც ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იდეები მოაქვს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება“, - განაცხადა ფრიდონ ახალაძემ.

,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ პრიზები გადასცა როგორც მის ფავორიტ გუნდს, ასევე კომპანიის იმერეთის რეგიონის ქვესადგურის მორიგეს ზურაბ გერაძეს, რომელიც ასევე მონაწილეობდა იდეთონში, მან ნარჩენების ჭკვიანი ურნის იდეა წარმოადგინა. იდეათონში მონაწილეობის მიღება 14-დან 30 წლამდე ყველა ახალგაზრდას შეეძლო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს