თამარ კორძაია უმრავლესობას - ამ პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი, გათელა მისივე პოლიტიკური გუნდის ქალების უფლებები - შაქარს ჰპირდებით ორუელის ცხენივით თქვენს ქალებს

ამ პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი, გათელა მისივე პოლიტიკური გუნდის ქალების უფლებები - შაქარს ჰპირდებით ორუელის ცხენივით თქვენს ქალებს, - ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ მმართველ გუნდს პლენარულ სხდომაზე, სადაც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, მომხსენებლები ღიმილით ანადგურებენ ადამიანის უფლებებს.

„მე არ მაქვს კითხვა მომხსენებელთან, მე მაქვს კითხვა უმრავლესობასთან, რომელიც უფრო მეტად იცავს ამ კანონს, ვიდრე თავად მომხსენებელი. უმრავლესობის ხმებით გავა კანონი, რომლითაც პარლამენტიდან კი არ დევნიან ქალებს, საერთოდ. მეორე ნაბიჯია ის, რომ რუსეთივით გააუქმოთ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი, თქვათ, რომ ქალები არ არიან ძალადობის მსხვერპლნი. რად გიღირთ ამის გაკეთება?! რა არის ამის რეალური მიზანი?! შემთხვევით, ის ხომ არა, რომ ქალები ვართ ის ადამიანები, რომლებიც რეალურ, სოციალურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ბავშვთა და ქალთა უფლებებზე. ქალებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, ამომრჩევლების ნახევარია. მე „ქართული ოცნებისგან“ ველოდები პასუხს, არ მაინტერესებს მომხსენებლის პასუხი. მომხსენებლები ღიმილით ანადგურებენ ადამიანის უფლებებს, ამას ადამიანის უფლებებით ფუთავენ. ამ პარლამენტმა სიტყვას შინაარსი დააკარგვინა. ამ პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი, გათელა მისივე პოლიტიკური გუნდის ქალების უფლებები, რომლებიც გამოდიოდნენ ქალთა უფლებების დაცვის სახელით ამ ტრიბუნიდან და საუბრობდნენ, რომ კვოტირება პროგრესია, ქალების უფლებების დაცვა, „ქართული ოცნების“ მხრიდან კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლის შესრულება. რას ეუბნებით ამ ქალებს? კაცებმა მიიღეთ გადაწყვეტილება, შეატყობინეთ როგორც გუნდის გადაწყვეტილება და შემდეგ საუბრობთ, რომ კვოტირება არ გჭირდებათ? შაქარს ჰპირდებით ორუელის ცხენივით თქვენს ქალებს. რა გაქვთ პასუხი? რა გაგიჭირდათ ისეთი, რომ კანონი შეასრულოთ და არ გააუქმოთ ეს ვალდებულება, სახელმწიფოებრივად იფიქროთ. მე პასუხს ალექსანდრე რაქვიაშვილისგან არ ვითხოვ“, - აღნიშნა კორძაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს. განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს და მას „ქართული ოცნების“უმრავლესობა უჭერს მხარს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება