„საქპატენტის“ შუამდგომლობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები სტაჟირებას ესპანეთში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (EUIPO) გაივლიან

„საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს შეხვდა და პან-ევროპული სტაჟირების (PES) პროგრამაში ქართული უნივერსიტეტების გაწევრიანების დეტალები გააცნო. შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი ერეკლე ასტახიშვილი ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პან-ევროპული პროფესიული სტაჟირების პროგრამა (Pan-European Seal (PES) Programme) გულისხმობს, რომ ზემოაღნიშნული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს მიმდინარე წლის სექტემბრიდან შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ერთწლიანი, სრულად დაფინანსებული სტაჟირება ალიკანტეში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (EUIPO).

„ქართველი კურსდამთავრებულები ისარგებლებენ პროგრამის ყველა უპირატესობით. კერძოდ, სტაჟიორები მიიღებენ ინსტრუქციებს სპეციალობის მიხედვით, გაივლიან სწავლებას დარგის ექსპერტებთან და უშუალოდ ჩაერთვებიან სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობაში, რაც, თავის მხრივ, მულტიკულტურულ გარემოში გუნდური მუშაობის გამოცდილების მიღების საშუალებას მისცემთ. ამავდროულად ქართველი კურსდამთავრებულები ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ტრენინგებსა და ასევე, უცხო ენის კურსებს (7 ენა) გაივლიან.

პან-ევროპული პროფესიული სტაჟირება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებისა (EUIPO) და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) ერთობლივი პროგრამაა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და ემსახურება აკადემიურ საზოგადოებასა და შრომის ბაზარს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას. აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, PES პროგრამა უზრუნველყოფს ერთწლიან სრულად დაფინანსებულ პან-ევროპულ სტაჟირებას, ტრენინგებისა და ღონისძიებების ორგანიზებას სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულთათვის და უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის. პროგრამა ახორციელებს კვლევით ვიზიტებს EUIPO-ში აკადემიური თანამშრომლებისა და მკვლევრების მიმდინარე პროექტების მხარდასაჭერად.

დღევანდელი მონაცემებით, PES პროგრამაში ევროკავშირის წევრი 27 და ევროპულ საპატენტო კონვენციაზე ხელმომწერი 11 სახელმწიფოდან 126 პარტნიორი უნივერსიტეტია ჩართული.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა უნივერსიტეტებმა PES პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მას შემდეგ მიიღეს, რაც „საქპატენტი“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის (EU4IP) მონაწილე გახდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამომავლოდ გათვალისწინებულია PES პროგრამაში გაწევრებული უცხოური უნივერსიტეტების სტუდენტების სტაჟირება „საქპატენტში“.

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მხარდაჭერა „საქპატენტისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტულია. სხვადასხვა კურსებით, სტაჟირების პროგრამებითა, თუ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებით უწყება მუდმივად ზრუნავს სტუდენტებში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მიმართ ინტერესის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებაზე. გასულ წელს „საქპატენტში“, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გაიარა კონკურსის წესით შერჩეულმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 6-მა სტუდენტმა. მათგან ოთხი სტაჟიორი, რომელმაც გამოავლინა „საქპატენტში“ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარები და განსაკუთრებული პროფესიული დაინტერესება, დღეს „საქპატენტშია“ დასაქმებული“,- ნათქვამია „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით