ნატო-ში აშშ-ის ელჩი - აშშ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს მხარს არ უჭერს

ნატო-ში აშშ-ის ელჩის, ჯულიან სმიტის განცხადებით, აშშ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს მხარს არ უჭერს.

„რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმებს, აშშ ამას მხარს განსაკუთრებით არ უჭერს. ჩვენ ორიენტირებული ვართ უკრაინელების უფლებაზე, რომ თავიანთი ტერიტორია დაიცვან და თავიანთი ტერიტორიიდან რუსები განდევნონ, სადაც უკრაინელებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს", - განაცხადა ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჯულიან სმიტმა.

ჯულიან სმიტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა კონგრესს კვლავ მოუწოდებს, რომ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი მიიღოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება