გიორგი ვაშაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი

„ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი. ეს კანონი ნიშნავს, რომ მათ ევროკავშირი არ უნდათ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვაშაძის თქმით, რაც არ უნდა წვრილმანებში შევიდეთ, ამ კანონს ჰქვია ერთი რამ - “არ მინდა ევროკავშირი”.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძალიან სუსტია.

„ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი. ეს კანონი ნიშნავს, რომ მათ ევროკავშირი არ უნდათ. შესაბამისად, 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს იმარჯვებს ოპოზიცია - მოგვაქვს ევროპული პერსპექტივა, სამუშაო ადგილები, ინვესტიციები და განვითარება. იმარჯვებს „ქართული ოცნება“ - მუდმივი სიღარიბე, შიმშილი, „მაძღარი“ ჩინოვნიკები და გაღარიბებული ხალხი. ეს არის ცალსახა, პირდაპირი, მკაფიო განცხადება, ამას სხვა განმარტება არ აქვს.

რაც არ უნდა წვრილმანებში შევიდეთ, ამ კანონს ჰქვია ერთი რამ - არ მინდა ევროკავშირი. „ქართულ ოცნებას” არ უნდა ევროკავშირი, პირდაპირ ამბობენ, რომ არ უნდათ. სხვა ყველა ინიციატივა, რომელიც აქამდე იყო, ასევე იყო ევროკავშირის საწინააღმდეგო, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს კანონი არის ცალსახა გზავნილი ევროპისთვის და ყველასთვის, რომ - „თავი დაგვანებეთ”.

მეორე მხრივ, ძალიან სუსტები არიან. იციან, რომ აგებენ არჩევნებს და ათას სიგიჟეზე მიდიან”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება