მარია ზახაროვა - დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ სომხეთმა საკუთარი სუვერენიტეტი დაკარგოს - იცით, რა მაოცებს? რატომ აკნინებენ ერევნის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ასე ძალიან სომხეთს?

დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ სომხეთმა საკუთარი სუვერენიტეტი დაკარგოს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ეს არის ის, რაც დასავლეთს სომხეთისგან სურს - საკუთარი სუვერენიტეტის დაკარგვა. მათ ასეთი ექსპერიმენტები ბევრ სახელმწიფოსთან ჩაატარეს, რომლებიც თავიანთ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ამჟამად ავითარებენ. ისინი ბევრ დაპირებებს იძლევიან. სერბეთს ბევრს დაჰპირდნენ. ევროკავშირი, უფრო ზუსტად კი ვაშინგტონი ყველაფერს დაჰპირდა - ინვესტიციებს, ეკონომიკურ მხარდაჭერას, თუმცა მათი დაპირება არ შესრულებულა“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ მას ის უკვირს, თუ რატომ ადარებს თავს სომხეთი ევროკავშირს, როცა სომხური ცივილიზაცია ევროპულამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა.

„იცით, რა მაოცებს? რატომ აკნინებენ ერევნის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ასე ძალიან სომხეთს? რატომ ადარებენ ძველ სომხურ ცივილიზაციას მის კულტურას, ისტორიას და სახელმწიფოებრიობას, რომელიც ევროპულამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, ევროკავშირს, რომელიც ახლა ჩიხშია“, - აღნიშნა ზახაროვამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება