სტუ-ს სამთო-გეოლოგიურმა ფაკულტეტმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კომპანია „არემჯის“ თანამშრომლობის ფარგლებში, სამთო-გეოლოგიურმა ფაკულტეტმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტი დაიწყო.

„არემჯის“ ინფორმაციით, პროექტი უმაღლესი განათლებისა და პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც უწყვეტი განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„გაიცანი სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი“ - ამ მიზნით ფაკულტეტმა, დაბა კაზრეთის #1 და #2 საჯარო სკოლების მე-12 კლასელებს უმასპინძლა. შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ორივე სკოლის 50-მდე მოსწავლეს დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. მომავალმა სტუდენტებმა მოინახულეს ფაკულტეტის გამდიდრების ლაბორატორია, რომელიც „არემჯიმ“ თანამედროვე საფლოტაციო დანადგარებით აღჭურვა. ასევე გაეცნენ ბაზაზე მდებარე უნიკალურ შახტი-ლაბორატორიას, რომელიც წარმოადგენს გვირაბებისა და კამერების ერთობლიობას და აღჭურვილია თანამედროვე სამთო-შახტური მოწყობილობებით, მექანიზმებითა და საწარმოო პროცესების მართვის ავტომატიზებული საშუალებებით. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს გეოლოგია-პალეონტოლოგიის, მინერალოგიისა და პეტროგრაფიის, სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმები. დასასრულს კი "არემჯის" სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრში გაეცნენ პრეზენტაციას სტუ-ის და „არემჯის“ მიერ სტუდენტებისათვის ერთობლივად შეთავაზებული პროექტების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, გიორგი ჩხეიძის განაცხადებით, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, კომპანია რამდენიმე წელია ინდუსტრიულ ტურებს ახორციელებს.

„წელს პირველად აღნიშნულ აქტივობას სტუ-ის საინფორმაციო ტურის ფარგლებში აბიტურიენტების საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტი დაემატა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში თავდაპირველად ჩვენი ოპერირების რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ჩართულიყვნენ. სასიხარულოა, რომ სტუ-ის სტუდენტებისათვის სხვადასხვა პროექტების შეთავაზებამ, სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლების მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. მჯერა, რომ დღევანდელი საინფორმაციო ტური, კიდევ ბევრ ახალგაზრდას დაეხმარება მომავალი პროფესიის არჩევაში“, - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო