ნიკა გვარამია - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იმის გამო არ მიიღება, რომ ივნისში, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში იგეგმება მიღება, რათა პროტესტი არ იყოს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იმის გამო არ მიიღება, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რათა არ იყოს პროტესტი, ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატად,- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სიტყვას ჩალის ფასი აქვს, „ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან და ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფლების მტერია“.

„უმრავლესობის წევრებმა გვითხრეს, რომ დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო. ეს არის ხაფანგი მეგობრებო, კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რათა არ იყოს პროტესტი ამ დროს, ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატად. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ნაკრებს ევროპულ ოჯახში, ასევე შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ქუჩაში გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით, დაწესებულებებში და ნებისმიერ ადგილზე, სადაც შეგვიძლია. მივმართავ საზოგადოებას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სიტყვას ჩალის ფასი აქვს, ნუ ენდობით მათ. ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან, ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფლების მტერია და მიზანს განახორციელებს. მინდა მივმართო დასავლელ პარტნიორებს, ნუ ენდობით „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნების“ სიტყვას აქვს ჩალის ფასი, ოლიგარქია და ტირანია დროებით იხევს უკან, არ თმობს თავისუფლებას, მაინც წაგვართმევს, თუ წინააღმდეგი არ ვიქნებით, თუ თქვენ, ძვირფასო დასავლელო მეგობრებო ბოლომდე არ მიიყვანთ ქართველ ხალხთან ჩვენს საერთო ცივილიზაციურ ბრძოლას. ნუ დავთმობთ საქართველოს, ნუ დავუთმობთ „ქართულ ოცნებას“. „ქართულ ოცნების“ სიტყვას ჩალის ფასი აქვს“, - აღნიშნა გვარამიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით - ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება