ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის პარტიას არ სურს საქართველო  ევროკავშირის წევრი გახდეს - ხელისუფლება მარცხისთვის ემზადება და ყველანაირად ცდილობენ ქართველი ხალხის ინტერესი დააზიანონ

ივანიშვილის პარტიას არ სურს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ხელისუფლება ემზადება მარცხისთვის, ისინი არიან მილევად რეჟიმში და ახლა ყველანაირად ცდილობენ დააზიანონ ქართველი ხალხის ინტერესი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტით „ქართული ოცნება“ ევროპულ ღირებულებებს ესხმის თავს და ნათლად უსვამს ხაზს, რომ არ უნდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„რამდენიმე დღის წინ აღნიშნავდნენ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლას, რამდენიმე დღეს ვერ გაძლეს და ფაქტობრივად თავს ესხმიან ისევ ევროპულ ღირებულებებს და ამ გადაწყვეტილებით ისინი ნათლად ხაზს უსვამენ, რომ არ უნდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ფაქტია, ხელისუფლება ემზადება მარცხისთვის და შესაბამისად, ახლა ცდილობს ყველანაირად დააზიანოს ქართველი ხალხის ინტერესი - გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასევე, ამ თემებით მათ სურთ მთავარი დისკუსია, რომელიც მდგომარეობს ხალხის მიგრაციაში, რომ ასი ათასობით ადამიანი გარბის, რომ ყოველდღიური პრობლემები აქვთ, რომ უმძიმესი გაჭირვებაა, უმუშევრობაა ქვეყანაში, გადაიტანონ სვა თემებზე და საზოგადოება კიდევ უფრო დაძაბონ და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ამყოფონ. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 2024 წელი და აქედან დაახლოებით 5-6 თვეში არის უნიკალური შესაძლებლობა ხელისუფლება შევცვალოთ. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს გააზრებული არჩევანი გასაკეთებელი - უნდათ იცხოვრონ გაჭირვებაში, სიღარიბეში, იქ სადაც მუდამ ემიგრაციაზე ფიქრობენ, შვილები დედების გარეშე იზრდებიან, თუ იცხოვრებენ ევროკავშირში ეკონომიკური დოვლათით, მაღალი ანაზღაურებით, ნორმალური დასაქმებით, იმ პირობებით, რომლითაც შეძლებენ ოჯახების შენახვას, ბედნიერებას, გაღიმებას, რასაც სამწუხაროდ გადაეჩვია ჩვენი საზოგადოება უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ, ყველა ერთად პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, ქართველი ხალხი უნდა ხვდებოდეს მარტივ ჭეშმარიტებას - ხელისუფლება არის დასრულებული, ისინი არიან მილევად რეჟიმში და ამ ყველაფერს სჭირდება გაფორმება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით - ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება