იენს სტოლტენბერგი - ნატო-მ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს

ნატო-მ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

„ჩვენ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საიმედო და პროგნოზირებადი დახმარება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველვყოთ, რათა ნებაყოფლობით კონტრიბუციას და მოკლევადიან შეთავაზებებს ნაკლებად დავეყრდნოთ და უფრო მეტად ნატო-ს ვალდებულებებს და გრძელვადიან დაპირებებს დავეყრდნოთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, გუშინ, გამოცემა Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ იენს სტოლტენბერგი უკრაინისთვის 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოვიდა. მოსალოდნელია, რომ დღეს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გენერალური მდივნის იდეას განიხილავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს