კახა კალაძის ინფორმაციით, სრულად განახლდება 12 მეტროსადგურის ინტერიერი, შეიცვლება სამი და მოდერნიზდება 30 ესკალატორი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, 12 მეტროსადგურის განახლება/რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, შეიცვლება სამი და მოდერნიზდება 30 ესკალატორი.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სრულად განახლდება 12 მეტროსადგურის ინტერიერი, შეიცვლება ესკალატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო და მართვის პანელები.

„როგორც ცნობილია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით დაგეგმილია 12 მეტროსადგურის განახლება და რეაბილიტაცია. პროექტის განსახორციელებლად ბანკმა ჯამში 55,6 მლნ ევრო გამოყო.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 12 მეტროსადგურის ინტერიერი, შეიცვლება სამი და მოდერნიზდება 30 ესკალატორი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გაუმჯობესდება მეტროსადგურების ხელმისაწვდომობა, განახლდება სადრენაჟე, ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, მგზავრთა საინფორმაციო და სატელეფონო კავშირის სისტემები, შეიცვლება ესკალატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო და მართვის პანელები, მომზადდება პროექტები დანარჩენი მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტენდერი კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სამუშაოების შესყიდვის მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად. ტენდერში მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა 11-მა საერთაშორისო კომპანიამ და კომპანიათა გაერთიანებამ. ტენდერის ამ ეტაპზე ფასდება ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, რათა შედგეს ე.წ. „მოკლე სია“ (Short list) და გადავიდეთ ტენდერის მომდევნო ეტაპზე (ფინანსური წინადადებების განხილვა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა).

გამარჯვებული კომპანიის მიერ კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ გამოცხადდება კიდევ ერთი ტენდერი დეტალურ პროექტირებასა და სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებზე. ამ ტენდერის გამოცხადებას ვვარაუდობთ წლის ბოლოსთვის“, - აღნიშნა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო