დავით მათიკაშვილი - გამჭვირვალეობაში, დეკლარაციის შევსებაში და საზოგადოების ინფორმირებაში, თუ ვინ რა თანხას ხარჯავს, არ არის არაფერი და არც რუსული, არც ანტისახელმწიფოებრივი

გამჭვირვალეობაში, დეკლარაციის შევსებაში და საზოგადოების ინფორმირებაში, თუ ვინ რა თანხას ხარჯავს, არ არის არაფერი და არც რუსული, არც ანტისახელმწიფოებრივი, - ამის შესახებ, უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მათიკაშვილის განმარტებით, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მაგალითად, „ენჯეო“ სექტორის დიდი ნაწილი სად ხარჯავს ფულს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღეს, კანონპროექტში ცალსახად შავით-თეთრზე წერია ერთადერთი რამ, რომ 20%-ზე ზემოთ, რომელ “ენჯეო” სექტორსაც აქვს უცხოური დაფინანსება, ვალდებული არიან მომდევნო წლის იანვრისთვის შეავსონ დეკლარაცია და გაასაჯაროონ ეს.

„გამჭვირვალეობაში, დეკლარაციის შევსებაში და საზოგადოების ინფორმირებაში თუ ვინ რა თანხას ხარჯავს არ არის არაფერი და არც რუსული, არც ანტისახელმწიფოებრივი. პირიქით, ეს არის სწორედ ის მიმართულება - გამჭვირვალეობა, რომელიც არის მნიშვნელოვანი სეგმენტი. უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ, მაგალითად, ენჯეო სექტორის დიდი ნაწილი სად ხარჯავს ფულს. მთელს საზოგადოებაში ერთადერთი "ენჯეო" სექტორი, ისიც მისი კონკრეტული ნაწილი, რომელიც პოლიტიკასთან არის აპელირებული, გახლავთ ის თეთრი ლაქა, რომლის მიერ გაღებულ ხარჯებზე არანაირი წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას.

ამიტომ, ეს არის ძალიან მარტივი ტყუილი, რომელსაც ერთი წლის წინ შეეცადნენ და ნაწილობრივ დააჯერეს საზოგადოებას, მღელვარება გამოიწვიეს მათი. ვუტირებ, მაგრამ თქვეს, რომ ტელევიზორი არის მაცივარი, როდესაც ამბობდნენ, რომ ამერიკული კანონი არის რუსული კანონი.

დღეს, როდესაც კანონპროექტში ცალსახად შავით-თეთრზე წერია ერთადერთი რამ, 20% -ზე ზემოთ, რომელ „ენჯეო“ სექტორს აქვს უცხოური დაფინანსება, ვალდებული არიან მომდევნო წლის იანვრისთვის შეავსონ დეკლარაცია და გაასაჯაროონ ეს. მეტი ამ კანონში არაფერი წერია. ეს არ ეხება სტუდენტებს, ფიზიკურ პირებს.

მცდელობა ექნება რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოებას ტყუილი შეასაღოს, მაგრამ საზოგადოება არის ბრძენი, მან გამოცდილება მაღალი მიიღო ამ 1 წლის განმავლობაში. ის პირობა, რომელიც მოგვცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დონორებმა თქვეს და მოგვცეს, რომ ისინი გაასაჯაროებდნენ და უფრო გამჭვირვალეს გახდიდნენ ხარჯებს, მათ ეს არ შეასრულეს იმ პირობის სანაცვლოდ, რომ ჩვენ გავიწვიეთ ეს კანონპროექტი. ამიტომ, დღეს კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალეობას ეხება და მის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ არსებობს”, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო