ლევან ბეჟაშვილი - ივანიშვილის პარტიამ ვერ შეძლო ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღება, ამიტომ ახლა ცდილობენ ისეთი თემები წამოწიონ, რომლებსაც საზოგადოებამ უკვე გასცა მკაფიო პასუხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ივანიშვილის პარტიამ ვერ შეძლო საქართველოში ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღება და მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ემიგრაციაში მიდის. მისი თქმით, მოსახლეობის შემოსავლები დაბალია, სესხის პროცენტები მაღალი, პენსიებზე დარიცხული სესხები კაბალური და მთავარი პრობლემების გადაჭრა ვერ შეძლო.

„შესაბამისად, მათ სჭირდებათ ახალი თემები იმისათვის, რომ საზოგადოებაში კვლავ დაპირისპირება შეიტანონ, ის თემები წამოწიონ, რომლებზეც ერთხელ საზოგადოებამ უკვე გასცა მკაფიო პასუხი. საზოგადოება არ დაუშვებს რუსული კანონის მიღებას, ხელახლა ხდება პროცესების დატრიალება იმისათვის, რომ საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირონ. ამიტომ ვამბობთ, რომ ივანიშვილის პარტია სახლშია გასაშვები. ივანიშვილის პარტია არის მთავარი წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება