WSJ - ემანუელ მაკრონმა ჯო ბაიდენსა და ოლაფ შოლცს განუცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში განლაგებულ ფრანგ ჯარისკაცებს თავს დაესხმებოდა, მათი ჩარევა საჭირო არ იქნებოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს განუცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში განლაგებულ ფრანგ ჯარისკაცებს თავს დაესხმებოდა, მათი ჩარევა საჭირო არ იქნებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას WSJ-ი ფრანგ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

The Wall Street Journal-ის ცნობით, თებერვალში ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენსა და ოლაფ შოლცს უკრაინის მხარდაჭერის შესახებ პარიზში გასამართი სამიტის წინ პირადად ესაუბრა და შეეცადა, რომ ისინი დასავლეთის სტრატეგიის შეცვლაში დაერწმუნებინა.

ამერიკული გაზეთის წყაროების განცხადებით, ჯო ბაიდენმა სტრატეგიის ცვლილების აუცილებლობა ეჭვქვეშ დააყენა, იმ მიზეზით, რომ იგი ესკალაციას გამოიწვევდა, ხოლო შოლცმა აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი ნატო-ს წევრ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევდა.

მოკავშირეების წინააღმდეგობის მიუხედავად, ემანუელ მაკრონმა 26 თებერვალს პარიზში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლეთის ჯარების განთავსებას არ გამორიცხავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება