გრეტა წიწავა - მდიდარი „ენჯო“-ები, რომლებიც სხვებს დაჟინებით მოუწოდებენ გამჭვირვალობისკენ, რატომღაც თავად არიან გაუმჭვირვალე და ეწინააღმდეგებიან წელიწადში ერთხელ შეავსონ მარტივი დეკლარაცია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, კანონპროექტი ემსახურება მარტივ ამბავს - „ქვეყანაში შემოსული თანხა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ერიცხება, იყოს გამჭვირვალე“.

მისივე თქმით, "ვხედავთ, როგორ იმატებს გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში და ამ თანხების უდიდესი ნაწილი რადიკალური პარტიების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური პროპაგანდისტული მედიის მხარდაჭერისკენ არის მიმართული".

„მდიდარი "ენჯო"-ები, რომლებიც სხვებს დაჟინებით მოუწოდებენ გამჭვირვალობისკენ და სთხოვენ დეტალურ ინფორმაციას ბოლო თეთრამდე, რატომღაც თავად არიან გაუმჭვირვალე და ეწინააღმდეგებიან წელიწადში ერთხელ შეავსონ მარტივი დეკლარაცია.

"ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებული "გამჭვირვალობის კანონი" („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) ემსახურება მარტივ ამბავს - ქვეყანაში შემოსული თანხა , რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ერიცხება იყოს გამჭვირვალე - დაე, იცოდეს ერმა უცხოეთიდან შემოსული თანხა რა საქმეს და ვის ინტერესებს ემსახურება

ვხედავთ, თუ როგორ იმატებს გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ამ თანხების უდიდესი ნაწილი რადიკალური პარტიების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური პროპაგანდისტული მედიის მხარდაჭერისკენ არის მიმართული.

ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის მანძილზე, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში“, - წერს გრეტა წიწავა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება