რატი იონათამიშვილი - გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი - გამჭვირვალობა და რუსული, როგორც სიტყვები, არის ანტონიმები და მათ ვერანაირი კავშირი ვერ ექნება

გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი. გამჭვირვალობა და რუსული, როგორც სიტყვები არის ანტონიმები და მათ ვერანაირი საერთო ვერ ექნება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

რატი იონათამიშვილი მმართველი პარტიის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

იონათამიშვილის თქმით, იმ ადამიანებისგან, ვინც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს რუსულ სასამართლოს უწოდებს, „ცხადია არაფერი უნდა გაგვიკვირდეს“.

„ოპოზიციას, სინამდვილეში, არც ქალთა უფლებები ადარდებს, არც ადამიანის უფლებები და არც ბავშვთა უფლებები. როგორც ჩანს, არც მოქალაქეთა და საზოგადოების ინტერესები არ არის მათთვის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გამჭვირვალობის პრინციპს, გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი და გამჭვირვალობა და რუსული, როგორც სიტყვები არის ანტონიმები და მათ ვერანაირი საერთო და კავშირი ვერ ექნება. იმ ადამიანებისგან, ვინც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს რუსულ სასამართლოს უწოდებს, ცხადია ჩვენ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. ეს არის ამ ადამიანების სახე. არ მეგონა მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან ორ საათში ასეთ მძიმე დღეში იქნებოდა ოპოზიცია, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს