პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლითაც პარტია უფლებამოსილი ხდება, სიის შედგენისას, დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის საფუძველზეც პარტია უფლებამოსილი ხდება, პარტიული სიის შედგენისას, დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

„ქართული ოცნების“ მიერ “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 80 ხმით (13 წინააღმდეგი) მიიღეს.

ამავე ცვლილებით, საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად დადგენილი 40%-იანი ბარიერი უქმდება და არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება