GITA-ს მხარდაჭერითა და IT HUB Georgia-ს ორგანიზებით, ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და IT HUB Georgia - ს ორგანიზებით, ტექნოპარკში, დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართა. ღონისძიება StrategEast- ის პრეზიდენტმა ანატოლი მოტკინმა, GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და EBRD - ის კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა გახსნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიების მიზანია IT HUB Georgia-ს კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა, ასევე პროფესიული ქსელისა და IT ეკონომიკის განვითარება.

„ღონისძიება პროექტის IT HUB Georgia - ს ფარგლებში StrategEast-ის მიერ განხორციელდა, პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) უზრუნველყო.

IT HUB-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრებმა, ომის დროს იძულებით გადაადგილებულმა, უკრაინელმა ახალგაზრდებმა გაიარეს სასწავლო კურსი IT სფეროში. ტრენინგები ექვს სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა. პროექტს 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.

ფორუმს ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის, საელჩოების, საერთაშორისო არასამთავრობო და ფინანსური ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევე IT HUB Georgia- ს კურსდამთავრებულები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს