ენტონი ბლინკენი - აშშ მხარს არ უჭერს უკრაინაში სამხედროების საბრძოლველად გაგზავნას, მაგრამ გვინდა უკრაინას დავუჭიროთ მხარი

აშშ დასავლეთის ქვეყნების სამხედროების უკრაინაში გაგზავნის წინააღმდეგია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის იდეას ეწინააღმდეგება, ვინაიდან, არ სურს “ამ კონფლიქტის მხარე გახდეს.”

“აშშ მხარს არ უჭერს უკრაინაში სამხედროების საბრძოლველად გაგზავნას. ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ პირველივე დღიდან: დაინტერესებული არ ვართ იმაში, რომ ამ კონფლიქტის მხარე გავხდეთ, მაგრამ გვინდა უკრაინას დავუჭიროთ მხარი, რომელიც რუსული აგრესიისგან იცავს თავს”, - განაცხადა ბლინკენმა.

ამ კონტექსტში მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ახლა ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთის აგრესია ნატოს ქვეყნებზეც შეიძლება გავრცელდეს.

“ახლა ვხედავთ, რომ რუსეთი მთლიანად ჩათრეულია უკრაინის შიგნით აგრესიულ ომში, მაგრამ არ გვაქვს ინდიკატორები და გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ ნატოს ტერიტორიაზე რუსეთის ომი გარდაუვალია”, - განაცხადა ბლინკენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება