უკრაინამ და ფინეთმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ფინეთმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ფინელმა კოლეგამ, ალექსანდრ სტუბმა კიევში, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების 10 - წლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„ეს ძლიერი დოკუმენტია, რომელიც ფინეთის მზადყოფნას ადასტურებს, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ფინეთის გარდა, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებები უკვე შვიდ სახელმწიფოსთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიასთან, კანადასთან, იტალიასთან და ნიდერლანდებთან გააფორმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება