არჩილ თალაკვაძე - თუ მართლაც ასეთი მიმართვა იყო, რაც კრიტიკულ მედიაში გამოქვეყნდა, ბოდიშის მოხდა არის საჭირო - ბატონი ბექა ამასთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას

თუ მართლაც ასეთი მიმართვა იყო, რაც კრიტიკულ მედიაში გამოქვეყნდა, ბოდიშის მოხდა არის საჭირო - ბატონი ბექა ამასთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ ეპითეტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ სიტუაციაში ნამდვილად არ შეეშლება რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს“, - დასძინა თალაკვაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება