ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობა გააქტიურდება

ქვეყნის ახალი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობას ააქტიურებს DCFTA-ის ვალდებულებების მიღმა ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით, - ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ევროკომისიასთან ერთად შემუშავდა 2024-2025 წლების საქართველო-ევროკავშირის DCFTA-ს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა (PAP), რომელიც 2024 წლის ბოლომდე იქნება მიღებული. გეგმის მიზანია, ჩამოაყალიბოს ორმხრივად შეთანხმებული აქტივობები, მათ შორის DCFTA-ის მიღმაც.

ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებულია DCFTA-ით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების 65 პროცენტზე მეტთან. გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირთან სოფლის მეურნეობის, კერძოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებითაც.

„ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც გულისხმობს როგორც ქვეყნის საკანონმდებლო დაახლოებას მის კანონმდებლობასთან, ასევე ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება