არჩილ თალაკვაძე - ვისაც უცხოური დაფინანსება აქვს, სახელმწიფო მხოლოდ ამის დეკლარირებას ითხოვს, ამის იქეთ არაფერი ხდება! - დავასრულოთ მითები

მისგან, ვისაც უცხოური დაფინანსება აქვს, სახელმწიფო მხოლოდ ამის დეკლარირებას ითხოვს - ამის იქეთ არაფერიარ ხდება! - კანონთან დაკავშირებით მითების გავრცელებას არავის ვურჩევ! დავასრულოთ მითები და საგნობრივ დისკუსიაში შევიდეთ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კვლავ ინიცირებაზე საუბრისას გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, კანონპროექტით “საბაზისო მოთხოვნა წესდება, რაც აქამდე პოლიტიკოსებისთვის, ბიზნესისთვის და სხვა სექტორებისთვის იყოს დაწესებული“.

“არავის მივცემთ საშუალებას, რომ საზოგადოება ისევ შეცდომაში შეიყვანონ და უსაფუძვლო არგუმენტებით ხელისუფლებასა და ქვეყნის იმიჯზე თავდასხმა სცადონ.

შემოგვაქვს სტანდარტი, რომლითაც ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გამჭვირვალობის ვალდებულება წესდება, ისევ როგორც აქამდე ჰქონდა სხვა სექტორებს, მათ შორის ჩვენ - სახელმწიფო თანამდებობის პირებს. საზოგადოებასა და მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური უფლება იცოდნენ, რომ ის ვინც საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობს ან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე რაიმე ზეგავლენას ახდენს, ვინ არის და ვისგან ფინანსდებიან. ამაზე უარის თქმა ერთადერთ რამეზე მეტყველებს, რომ მათ არ სურთ გამჭვირვალობის სტანდარტი დააკმაყოფილონ“, - განაცხადა თალაკვაძემ

საპარლამენტო უმრავლესობა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროექტი პარლამენტში ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, როგორიც შარშანდელი კანონპროექტი იყო. მისივე თქმით, ერთადერთი განსხვავება იქნება ის, რომ ტერმინი “უცხოური გავლენის აგენტი“ ტერმინით “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩანაცვლდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება