მამუკა ხაზარაძე - ორი დეპუტატის მხრიდან მოვისმინეთ ქალთა მიმართ მდაბიო შეურაცხყოფა - თქვენნაირი პატარა ადამიანების ადგილი პარლამენტში არ არის

პარტია „ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დეპუტატების - ბექა ოდიშარიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ქალების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დეპუტატების მხრიდან პარლამენტში ქალთა მიმართ მდაბიო და შეურაცხმყოფელი განცხადებები გაკეთდა.

„დღეს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან, ორი დეპუტატის მხრიდან მოვისმინეთ ქალთა მიმართ მდაბიო შეურაცხყოფა.

თქვენნაირი პატარა ადამიანების ადგილი პარლამენტში არ არის“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

ინფორმაციისთვის, როდესაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა, დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა გამოიყენა.

ამასთან, როდესაც გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება