დმიტრო კულება - ჯოზეფ ბორელის მადლობელი ვარ უკრაინისთვის ხელმისაწვდომი Patriot სისტემების ძიებაში ძალისხმევის გააქტიურების მზაობისთვის

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის მადლობელი ვარ უკრაინისთვის ხელმისაწვდომი Patriot სისტემების ძიებაში ძალისხმევის გააქტიურების მზაობისთვის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ჩვენი შეხვედრის დროს მადლობა გადავუხადე ჯოზეფ ბორელს ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის დამატებითი დახმარების მოძიებაში მისი ძალისხმევებისთვის. მადლობელი ვარ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის მისი მზაობისთვის გაააქტიუროს ძალისხმევები უკრაინისთვის ხელმისაწვდომი Patriot სისტემების ძიებაში”, - წერს კულება.

კულებამ ასევე აღნიშნა, რომ ბორელმა მას ევროკავშირის მხრიდან უკრაინაში საარტილერიო ჭურვების გადაცემის მიმდინარე მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

“მათი [მიწოდებების] დაჩქარების გზები განვიხილეთ. ასევე განვიხილეთ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტი, რომელმაც დიდი ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე”, - წერს კულება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება