პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას - მოემზადეთ ოპოზიციაში ყოფნისთვის, გაყურებინებთ, როგორ შევა ქვეყანა ევროკავშირში, დაბრუნდებიან ემიგრანტები, შეიქმნება სამუშაო ადგილები - ეს იქნება სასჯელი

ცვლილებების დროა და მოემზადეთ ოპოზიციაში ყოფნისთვის - გაყურებინებთ, როგორ შევა ქვეყანა ევროკავშირში, როგორ დაბრუნდებიან ემიგრანტები, როგორ შეიქმნება სამუშაო ადგილები, ეს იქნება სასჯელი თუ როგორ შენდება ქვეყანა, - ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ, პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში მიწვეულ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს უსმენენ.

როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, ხელისუფლება აცდენილია იმ საჭიროებებს, რაც ხალხს აქვს, ამიტომ ცდილობენ სხვადასხვა თემების „შემოგდებას“.

„დეკემბერში მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მე-4 თვე დაიწყო. რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? არაფერი! მაშინ დავსვათ კითხვა: რა საჭიროა ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეს ვერ უგვარებს დასაქმების პრობლემას, ფასებთან დაკავშირებით პრობლემას? თუ ევროპა, რომელიც არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ნაბიჯებს არ ვდგამთ ევროპისთვის, რაში გვჭირდება ასეთი ხელისუფლება? თქვენ ხართ აცდენილი იმ საჭიროებებს, რაც ხალხს აქვს, ამიტომ ცდილობთ სხვადასხვა თემების „შემოგდებას“, ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი „ქართულ ოცნებას“, ცვლილებების დროა და მოემზადეთ ოპოზიციაში ყოფნისთვის.

გაყურებინებთ, როგორ შევა ქვეყანა ევროკავშირში, როგორ დაბრუნდებიან ემიგრანტები, როგორ შეიქმნება სამუშაო ადგილები, ეს იქნება სასჯელი თუ როგორ შენდება ქვეყანა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება