პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პროექტის „საქართველო და ევროკავშირი" მონაწილეებს შეხვდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე საგანმანათლებლო პროექტის „საქართველო და ევროკავშირი" მონაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თალაკვაძე ახალგაზრდებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებებზე, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის როლზე.

არჩილ თალაკვაძე მოსწავლეებს ევროინტეგრაციის პროცესში ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე, ევროკავშირის ინსტიტუტებზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების როლზე ესაუბრა.

„ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ენთუზიაზმით სავსე მოვედი, თუმცა მეტი ოპტიმიზმით და დადებითი შთაბეჭდილებით ვასრულებთ დღევანდელ დღეს. ეს თაობა საოცრად კარგად არის მომზადებული და გათვითცნობიერებული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების და ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. ძალიან საინტერესო არგუმენტაცია ჰქონდათ თუ რატომ იმსახურებს საქართველო ევროპული ოჯახის წევრობას და რა მოლოდინები აქვს ევროპას ჩვენგან", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის ცნობით, „საქართველო და ევროკავშირი" საგანმანათლებლო პროექტს ევროპასთან ინტეგრაციის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტები, პარლამენტის სასწავლო ცენტრის ჩართულობით ახორციელებს.

ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტი ამჯერად 15 სკოლის 30-მდე ახალგაზრდას მასპინძლობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს