რუსეთის თავდაცვის უწყება - სერგეი შოიგუმ ფრანგი კოლეგა იმ პრობლემების შესახებ გააფრთხილა, რაც, საფრანგეთს უკრაინაში ჯარების გაგზავნის შემთხვევაში შეექმნება

რუსეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა, სერგეი შოიგუმ და სებასტიან ლეკორნუმ ტელეფონით ისაუბრეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მწუხარება გამოთქვა „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარი თავდასხმის გამო და „დაჟინებით ცდილობდა დაერწმუნებინა რუსი კოლეგა, რომ კიევი და დასავლეთის ქვეყნები ამ თავდასხმაში არ მონაწილეობდნენ და ყველაფერი „ისლამურ სახელმწიფოს“ დააბრალა“.

შოიგუმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამ საქმეზე გამოძიება აუცილებლად დასრულდება და ყველა პასუხისმგებელი პირი დამსახურებულ სასჯელს მიიღებს.

"კიევის რეჟიმი არაფერს აკეთებს დასავლელი კურატორების თანხმობის გარეშე. ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაში საფრანგეთის სპეცსამსახურები არ დგანან ამის უკან", - განაცხადა შოიგუმ ფრანგ კოლეგასთან საუბრისას.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში ფრანგი სამხედრო მოსამსახურეების შესაძლო გაგზავნაზე და სერგეი შოიგუმ ფრანგი კოლეგა გააფრთხილა იმ პრობლემების შესახებ, რაც პარიზს ამ გეგმების განხორციელების შემთხვევაში შეექმნება.

ამასთან, რუსული მხარის ინფორმაციით, შოიგუმ და ლეკორნუმ აღნიშნეს მზადყოფნა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე დიალოგისთვის და ხაზი გაუსვეს, რომ ჟენევაში რუსეთის მონაწილეობის გარეშე სამიტის ჩატარება უაზროა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება