პენტაგონი - ლოიდ ოსტინმა იოავ გალანტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებისა და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან სატელეფონო საუბრის დროს აღშფოთება გამოხატა ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო, რომელსაც World Central Kitchen-ის შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა, - ამის შესახებ პენტაგონის პრესრელიზშია აღნიშნული.

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ოსტინმა გალანტს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებისა და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“.

„მინისტრმა ოსტინმა მოუწოდა მინისტრ გალანტს, ჩაატარონ სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება, საჯაროდ გააზიარონ დასკვნები და პასუხისგებაში მისცენ დამნაშავე პირები“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა განაცხადა, რომ ამ ტრაგედიამ გააძლიერა გამოთქმული შეშფოთება რაფაჰში ისრაელის პოტენციური სამხედრო ოპერაციის გამო.

ამასთან, ლოიდ ოსტინმა გაიმეორა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვას რეგიონული საფრთხეების წინააღმდეგ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება