აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელს, დამასკოში განხორციელებული თავდასხმის გამო, სილას გააწნავენ

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამო ისრაელს საკადრისი პასუხი გაეცემა.

„ღაზაში სიონისტური რეჟიმის დამარცხება გაგრძელდება და ეს რეჟიმი მიუახლოვდება დაცემას და დაშლას. სასოწარკვეთილი მცდელობები, როგორიც სირიაში განხორციელდა, მათ დამარცხებისგან ვერ გადაარჩენს. რა თქმა უნდა, ამ ქმედებისთვის მათაც სილას გააწნავენ“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში სირიის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიერ დამასკოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად ირანის საკონსულოს შენობა განადგურდა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაიღუპა 13 ადამიანი. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 7 წევრი, მათ შორის ორი გენერალი, დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება