ავსტრიული მედია საქართველოს სათხილამურო კურორტებს სტუმრობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიიდან ინფლუენსერებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში საქართველოს პოპულარული სათხილამურო გამოცემის downdays.eu ჟურნალისტი კრისტიან შტადლერი, ცნობილი მოთხილამურე და ინფლუენსერი ტაო კრაიბიხი, ასევე ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები და ინფლუენსერები: კლემენს ბართლი, გაბრიელ კოშიერი და სტი გორენგი ეწვივნენ.

მათივე ცნობით, ტურის ფარგლებში ინფლუენსერებმა სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ სათხილამურო ტურისტულ ინფრასტრუქტურას, მოიარეს მესტია და უშგული. ინფლუენსერები თეთნულდიდან და უშბიდან თხილამურებით დაეშვნენ.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის განმარტებით, ტურის ფარგლებში სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტების შესახებ სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლები, სიუჟეტები, პოსტები, „სთორები“, ხოლო გამოცემისთვის downdays.eu სტატია მომზადდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს