რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - უკრაინის კრიზისი, შეიძლება მის გეოგრაფიულ საზღვრებს გასცდეს

უკრაინის კრიზისი, შეიძლება გასცდეს მის გეოგრაფიულ საზღვრებს ნატო-ს თუნდ ერთი-ორი ქვეყნის მხრიდან ავანტიურული ქმედებების შედეგად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ნატო-ს წევრი თუნდაც ერთი-ორი ქვეყნის ავანტიურული ქმედებების შედეგად უკრაინის კრიზისი შეიძლება გასცდეს მის გეოგრაფიულ საზღვრებს და სულ სხვა მასშტაბები შეიძინოს“, - განაცხადა მან.

ალექსანდრე გრუშკოს თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებები უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ „მიუთითებს ესკალაციის გზით სვლის მზადყოფნაზე იმ პირობებში, როდესაც თავად დასავლეთი ადგილზე სტრატეგიულ მარცხს განიცდის და ასეთი სიტყვები მიუღებელია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს მხრიდან რუსეთის უსაფრთხოებისთვის შექმნილი ნებისმიერი საფრთხე უპასუხოდ არ დარჩება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება