გზების დეპარტამენტი - მოლითი-ჩუმათელეთის 25-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მოლითი-ჩუმათელეთის გზის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 13 ახალი ხიდისა და 109 წყალგამტარი მილის მოწყობაა გათვალისწინებული.

„მოლითი-ჩუმათელეთის საგზაო მონაკვეთი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილია, რომლის პირველი, ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მოიცავს ასფალტის ახალი საფარის, ხიდების, წყალგამტარი ნაგებობების, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლებისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) ავტომაგისტრალთან აკავშირებს. გზა მიუყვება მდინარეებს ჩხერიმელას, ძირულას და ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 96 309 127 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, ძირულა-მოლითის მონაკვეთის სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2025 წელს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს