სპეციალური საგამოძიებო სამსახური - სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს ერთ-ერთი შედეგი არასათანადო მოპყრობის ფაქტების კლებაა

სამართალდამცავების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა და შესაბამისად, გამოძიების დაწყების მაჩვენებელმა, 2021 წელთან შედარებით, 2023 წელს 29%-ით იკლო, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით შექმნილ სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს მიუძღვის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

ანგარიშში ხაზგასმულია ცალკეული სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოს როლი და ის მიღწევები, რომელიც საბჭოს ნაყოფიერი მუშაობის შედეგებს ასახავს.

„ცალკეული სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭო 2023 წლის იანვარში შეიქმნა და იგი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს აერთიანებს.

საბჭოს პირველი სხდომა, 2023 წლის 21 ივნისს ჩატარდა, სადაც განხილულ იქნა დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების რეგულირებას; სუიციდის პრევენციის პროგრამის დახვეწას; ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ესკორტირების განმახორციელებელ თანამშრომელთა მორიგეობის დაწესებას; დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებელი შესვლის წესის დამტკიცებას; ვიდეო ჩანაწერებზე წვდომის უზრუნველყოფას, საჩივრების ზრდის და კლების მიხედვით იდენტიფიცირებულ საპოლიციო დანაყოფებს და გამოვლენილ ტენდენციებს.

პრევენციის საბჭომ, ასევე, განიხილა სამსახურის მიდგომა - აქტიურ რეჟიმში სამართალდამცავების გამოკითხვასა და მათ ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 1 მარტიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოქალაქეთა საჩივრებთან და პრეტენზიებთან დაკავშირებით, 4050 სამართალდამცავია გამოკითხული.

სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს და წევრი სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეულმა მუშაობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყანაში არასათანადო მოპყრობის ფაქტების კლებაზე. 2021 წელს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის 365 ფაქტი დაფიქსირდა, 2022 წელს 285 ფაქტი, ხოლო 2023 წელს 257.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომდევნო წლებშიც, აქტიურად შეეცდება, რათა არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, დანაშაულზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების გარდა, დანაშაულის პრევენციით განხორციელდეს. ამ პროცესში კი გადამწყვეტი როლი სწორედ სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭომ უნდა შეასრულოს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე:

https://sis.gov.ge/Statistics-and-reports?rec_id=20“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში