ონკოპაციენტების ნაწილი, 8 აპრილიდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან საპროტესტო აქციას იწყებს

ონკოპაციენტების ნაწილი, 8 აპრილიდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან საპროტესტო აქციას იწყებს.

როგორც ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ ხელმძღვანელმა, გვანცა აფხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ისინი მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და ონკოპაციენტების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას მოითხოვენ.

როგორც გვანცა აფხაიძე აღნიშნავს, ძალიან ცუდი იქნება, თუ ჯანდაცვის მინისტრს ის გუნდი ეყოლება, რომელმაც 2 წელი ონკოპაციენტების პროექტი ხარვეზით აწარმოა.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ონკოპაციენტებს ყველ შეხვედრაზე ატყუებს.

„8 აპრილს, 12:00 საათიდან, 24-საათიან პროტესტს ვიწყებთ. მიუხედავად იმისა, წვიმა იქნება, თუ ქარი, ეს ვერ შეგვაშინებს. მარტში, 3 ადამიანი დაიღუპა წამლის არქონის გამო. მინისტრთან გვქონდა შეხვედრა, კეთილგანწყობილია და უნდა მალე მოგვარდეს პრობლემა. სამწუხაროდ, იგივე გუნდი ჰყავს. ვიცით, რომ მიხეილ სარჯველაძე მედიცინის მუშაკი არ არის, იურისტია და მისთვის ადამიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ძალიან ცუდი იქნება, თუ ისევ ის გუნდი ეყოლება, რომელმაც 2 წელი ონკოპაციენტების პროექტი ხარვეზით აწარმოა. პირველი მოადგილე ონკოპაციენტებს ყველ შეხვედრაზე ატყუებს. მინისტრმა თქვა, რომ მედიკამენტების მარაგი არსებობს, მაგრამ პაციენტებამდე ვერ აღწევს. რატომ არის ასე, გარკვევის პროცესშია. იგივე სამუშაო ჯგუფთან ვერაფერს შევძლებთ, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ არ იცოდნენ ხარვეზების შესახებ. ირაკლი კობახიძეს ვთხოვთ, კომპეტენტური ადამიანებით დააკომპლექტოს ჯგუფი, რომელიც ონკოპაციენტებისთვის იმუშავებს. ჯანდაცვის მინისტრმა სხდომა უნდა მოიწვიოს პარლამენტში და 1 თვე დაუკმაყოფილოს ონკოპაციენტებს ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ, ახალ სისტემაზე იმუშაოს“, - აღნიშნა გვანცა აფხაიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო