Reuters - საფრანგეთი უარყოფს უკრაინის საკითხის განსახილველად რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვის მზადყოფნას

საფრანგეთის ხელისუფლება უარყოფს რუსეთის განცხადებებს, რომ მათ გამოთქვეს მზადყოფნა უკრაინის საკითხზე დიალოგის ან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების განსახილველად.

"ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ არასოდეს გამოგვიჩენია მზადყოფნა უკრაინაზე დიალოგისთვის, მოლაპარაკებებისთვის ან რაიმე მსგავსისთვის", - ციტირებს Reuters-ი წყაროს, რომელიც, სააგენტოს ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელია.

შეგახსენებთ, რუსულმა მედიამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების, სერგეი შოიგუსა და სებასტიან ლეკორნუს შორის გამართული სატელეფონი საუბრისას აღინიშნა მზადყოფნა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე დიალოგისთვის და ხაზი გაუსვეს, რომ ჟენევაში რუსეთის მონაწილეობის გარეშე სამიტის ჩატარება უაზროა. უწყების განცხადებით, დისკუსიების ამოსავალი წერტილი შეიძლება იყოს რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთში, 2022 წელს დაწყებული მოლაპარაკებები, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება