USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ადგილობრივი განვითარების თემაზე, მერების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტების მერების კონფერენციის სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის პარტნიორ მუნიციპალიტეტებში საშუალოვადიანი ადგილობრივი განვითარების დაგეგმვის პროცესის განხილვა და სამომავლო ღონისძიებებზე შეთანხმება.

„ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოადგილე ენი სტიდი, სახელმწიფო რწმუნებულები, პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტების მერები და სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავების პროცესი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების გამოვლენისა და განხორციელების ეტაპზე არსებული გამოწვევები, ადგილობრივი განვითარებისთვის დამატებითი რესურსების მოძიებისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის კარგი პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომელთა მოგვარებაც მდგრადი ადგილობრივი განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე, ისაუბრეს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში მიმდინარე რეფორმაზე, ახალ კანონსა და მის მნიშვნელობაზე ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის.

„ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ, ასევე, უშუალოდ მიგვეღო ინფორმაცია მუნიციპალიტეტებისგან მათ პრობლემებზე. ვფიქრობ, საინტერესო სამუშაო დღე იყო, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მოგვეცა რეალური საშუალება თანმიმდევრულად შეგვერჩია საჭიროებები მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის“,- აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

ინფორმაციის თანახმად, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს. ამ მიზნის განხორციელებისას პროგრამა ორიენტირებულია კერძო სექტორის ჩართულობაზე და საგრანტო და ტექნიკური დახმარების მექანიზმების მეშვეობით ინვესტიციების სტიმულირებაზე.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, გაუმჯობესდეს მოსახლეობის საარსებო პირობები და ხელი შეეწყოს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება