მიხეილ სარჯველაძემ ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, უწყების ხელმძღვანელი, ადგილზე ჰოსპიტლის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და აღნიშნა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა და მათი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო პერსონალს, გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადა.

ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი, ბენეფიციარებს, პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურითა და კვალიფიციური კადრებითაა აღჭურვილი.

მიხეილ სარჯველაძეს, ჰოსპიტალში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ და ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა ამორი რევიშვილმა უმასპინძლეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი