ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინას საჰაერო თავდაცვის ის სისტემები უნდა გადავცეთ, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ

უკრაინას საჰაერო თავდაცვის ის სისტემები უნდა გადავცეთ, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

„ჩვენ საჰაერო თავდაცვის ბევრი სისტემა გვაქვს, მაგალითად, Patriot-ის სისტემა, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ, მაგრამ უკრაინა მასიური თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ამიტომ, ხალხის, სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად ეს სისტემები, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ, უკრაინას უნდა გადავცეთ“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება სწრაფად არ მოხდება, მაშინ შეიძლება ბრძოლის ველზე ვითარება გაუარესდეს. ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 5-7 Patriot-ის სისტემა ესაჭიროება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება