კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ,,კარიერული განვითარების ბანაკის” მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, ირაკლი ლექვინაძემ სტუდენტებთან ერთად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზნობრიობა, შედეგები, გატარებული რეფორმები, გამოწვევები და სამომავლოდ დაგეგმილი საკითხები დეტალურად განიხილა.

„ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკა და მისი ეფექტური აღსრულება. სააგენტო, თემატურად პასუხისმგებელ სამინისტროებთან კოორდინაციით, აქტიურად მონაწილეობს ამ მიმართულებებით სხვადასხვა სამოქმედო გეგმებში. კონკურენციის პოლიტიკა უკვე 10 წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ემსახურება კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებას საქართველოში და სამართლიანი ბიზნეს გარემოს ფორმირებას. ჩვენი უწყებისთვის, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე, მიზნობრივ აუდიტორიასთან აქტიური დიალოგის რეჟიმის ფორმირება ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საკითხია. მითუმეტეს, როცა საქმე ეხება აკადემიურ სექტორს და სტუდენტებს, ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას.

სტუდენტების დასაქმების მიზნით, განსაკუთრებით ეკონომიკური და იურიდიული პროფილის მიმართულებით, სააგენტოში სტაჟირების პროგრამა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის მიზანია - სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, ხელშეწყობა და კონკურენციის პოლიტიკის დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება. მადლობა სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებისთვის და ჩართულობისთვის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ სტუდენტებთან შეხვედრის დროს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა - კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის კერძო სექტორის ჩართულობის მრჩეველი, მარიამ ქუჩულორია; კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე.

ამასთან, განმარტავენ, რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც სტუდენტებმა და სააგენტოს წარმომდგენლებმა დეტალურად იმსჯელეს - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით დადგენილ სტანდარტებზე, მიდგომებზე, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით მიღებულ შედეგებზე და სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

„კარიერული განვითარების ბანაკი“ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის, ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტში ჩართულია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 60 სტუდენტი. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ხელშეწყობას და მათ კარიერულ განვითარებას.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის