თავის ტვინის ქირურგიული ოპერაცია ზოგადად რთულ სამედიცინო ჩარევას წარმოადგენს და ექიმის მხრიდან ბევრ სხვადასხვა უნარს, სიზუსტესა და გამოცდილებას მოითხოვს, ხოლო როდესაც საქმე უფრო დელიკატურ და სათუთ პედიატრიულ პაციენტებს ეხებათ, გამოწვევებიც ცალსახად უფრო მეტია. გარდა ამისა, პედიატრიული ნეიროქირურგია ვიწრო სპეციალიზაციაა და ამ მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით ნეიროქირურგების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ მუშაობს. Acıbadem-ში, პედიატრიული ნეიროქირურგიის გუნდს პროფესორი მემეთ ოზეკი ხელმძღვანელობს, რომელიც პედიატრიული პაციენტების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზე სპეციალიზდება და სწორედ ამიტომაც, პედიატრიული ნეიროქირურგიის კუთხით, პაციენტები მთელი მსოფლიოდან ირჩევენ Acıbadem-ს.

Acıbadem-ის პედიატრიული ნეიროქირურგიის ცენტრი
Acıbadem Healthcare Group-ში შემავალი მსოფლიოში ცნობილი პედიატრიული ნეიროქირურგიის დეპარტამენტი გამოირჩევა სფეროში დიდი გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და მკურნალობის მოწინავე მეთოდებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უნერგავს იმედს ბავშვებსა და მათ ოჯახებს. Acıbadem-ში, აღნიშნული პროცესი დიაგნოსტირებიდან მკურნალობამდე დიდი სიზუსტით იგეგმება და სრულდება მულტიდისციპლინური გუნდის ზედამხედველობის ქვეშ. პაციენტის პრობლემის გათვალისწინებით, სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმი, ბავშვთა ნეიროქირურგის ხელმძღვანელობით, ერთობლივად მუშაობს პაციენტისათვის საუკეთესო სამკურნალო დანიშნულების შესადგენად. მულტიდისციპლინური გუნდი მოიცავს მათ შორის ისეთ სპეციალისტებს, როგორიცაა ბავშვთა ქირურგი, ორთოპედი, ბავშვთა ნევროლოგი, ბავშვთა ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი, ნევრორადიოლოგი და ფიზიოთერაპევტი.

Acıbadem-ის პედიატრიული ნეიროქირურგიის დეპარტამენტი ყოველწლიურად წარმატებით ატარებს ოპერაციებს 600-მდე ჩვილისთვის, მცირეწლოვანი თუ მოზრდილი ბავშვისათვის.
რომელ პრობლემებს ვმკურნალობთ
ჩვენთან მიიღებთ სრულფასოვან პედიატრიულ ნეიროქირურგიულ მომსახურებას, მათ შორის ეპილეფსიის, ცერებრალური დამბლის, თავის ტვინის სიმსივნეების და თანდაყოლილი მალფორმაციების სამკურნალოდ.
თავის ტვინის სიმსივნეები ბავშვებში ხშირად გვხვდება. ასეთ დროს, როგორც წესი ქირურგია მკურნალობის პირველადი ეტაპია და დაავადება სრულად იკურნება, თუკი შესაძლებელია სიმსივნის მთლიანად ამოკვეთა. აღნიშნული ოპერაციის წარმატებაზეა დამოკიდებული როგორც ბავშვის გამოჯანმრთელება და სიცოცხლის შენარჩუნება, ასევე შემდგომი მკურნალობის შედეგიანობაც. ზოგიერთ შემთხვევაში სამკურნალო დანიშნულება მოიცავს რადიაციულ თერაპიას, რადიოქირურგიას და ქიმიოთერაპიასაც.
ცერებრალური დამბლა ნევროლოგიური პრობლემაა, რომელიც სხეულის მოძრაობასა და კუნთების კოორდინაციაზე ახდენს გავლენას. სელექციური დორსალური რიზოტომიის (SDR) შედეგად ბავშვების უმრავლესობაში, რომელთაც სპასტიურობა აწუხებთ, შეინიშნება მოძრაობის გაუმჯობესება. ოპერაციის დროს ხერხემლის ძვლის გამოსათავისუფლებლად და კუნთის მომატებული წნევის შესამცირებლად იკვეთება ხერხემლის ნერვების დორსალური ფუძის ნაწილი. Acıbadem-ის პედიატრიული ნეიროქირურგიის გუნდი აღნიშნულ ოპერაციას 30 წელზე მეტია რაც ატარებს, რითაც ამ ეტაპზე 1100-მა ბავშვმა ისარგებლა.
ეპილეფსია იწვევს არაპროვოცირებულ კრუნჩხვებს და საგრძნობლად ზღუდავს ბავშვის ცხოვრების ხარისხს. დაავადების მკურნალობის საწყის ეტაპზე, კრუნჩხვების პრევენციის მიზნით, როგორც წესი მედიკამენტოზურ მკურნალობას მიმართავენ, თუმცა 4 ბავშვიდან 1 ბავშვი აღნიშნულ მედიკამენტებთან მიმართებით რეზისტენტულია და ასეთ დროს არჩევანი ქირურგიაზე ჩერდება ხოლმე.
ჰიდროცეფალიის დიაგნოზის დროს თავის ტვინის პარკუჭებში ცერებროსპინალური სითხის დაგროვების შედეგად, ხშირ შემთხვევაში პაციენტს ეზრდება თავის მოცულობა. Acıbadem-ში მოცემული ნევროლოგიური პრობლემის მკურნალობა მოიცავს ენდოსკოპიურ პროცედურას, რომლის შედეგადაც პაციენტის თავის ტვინში არსებული პარკუჭების ძირში კეთდება პატარა ჩაღრმავება, იმისათვის, რომ არსებული სითხე გადმოიღვაროს და შედეგად წნევაც შემცირდეს. თურქეთში, Acıbadem-ის პედიატრიული ნეიროქირურგიის გუნდი პროფესორ მემეთ ოზეკთან (ჯერ კიდევ 1992 წლიდან მოყოლებული ატარებს ოპერაციებს) ერთად პირველია, რომელმაც აღნიშნული ტექნიკა გამოიყენა. ამჟამად, ამ მეთოდის შედეგად, საერთო ჯამში 920 ბავშვი განიკურნა ჰიდროცეფალიისგან.
მომსახურება, რომელსაც Acıbadem-ი გთავაზობთ არ შემოიფარგლება მხოლოდ მოცემული ჩამონათვალით და აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებულად რთულ შემთხვევებთან დაკავშირებით კლინიკას კონსულტაციისათვის საკმაოდ ხშირად მომართავენ, მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითისათვის კი გამოდგება კამერუნელი სიამის ტყუპების შემთხვევა, რომლებიც თეძოებით და ხერხემლის საშუალებით იყვნენ დაკავშირებულები და შესაბამისად დაბადებიდან ჰქონდათ საერთო ხერხემალი, მიელომემნინგოკოლი, ხერხემლის მემბრანები და საკროკოციგეალური ძვალი. ტყუპების განცალკევება განხორციელდა 27 საათიანი წარმატებული ოპერაციის შედეგად და დღესდღეობით პატარები, ყოველგვარი დისფუნქციის გარეშე, დამოუკიდებლად აგრძელებენ ცხოვრებას.

ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები
უახლესი ტექნოლოგიური განვითარება ჯანდაცვის სფეროში ნეიროქირურგიისათვის სრულიად ახალ ეპოქას უკავშირდება. ოპერაციების პროცესში ვიყენებთ შემდეგი სახის თანამედროვე ტექნოლოგიებს:
ბავშვთა ნევროლოგიური პრობლემების შემთხვევაში ფიზიოთერაპია მნიშვნელოვანია
ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია ბავშვთა ნეიროქირურგიაში მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომელიც ოპერაციის შემდეგ ნევროლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებში ხშირად ინიშნება. Acıbadem-ში ამისათვის შესაბამისი განყოფილება ფუნქციონირებს, რომელიც სწორედ ბავშვების საჭიროებებზეა მორგებული. ამგვარ პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა კი გამოჯანმრთელების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია. Acıbadem-ის პედიატრიული ნეიროქირურგიული ფიზიოთერაპიული და სარეაბილიტაციო განყოფილება გთავაზობთ ყოვლისმომცველ მიდგომას ბავშვებისათვის, რომლებსაც უფიქსირდებათ სხვადასხვა ნევროლოგიური დიაგნოზი, მათ შორის:

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)