დენის შმიგალი ლატვიაში ჩავიდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ლატვიაში ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ მან „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.

შმიგალმა განაცხადა, რომ ის უკვე შეხვდა ლატვიის პრემიერ-მინისტრს, ევიკა სილინას.

„შევხვდი პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინას, რათა განგვეხილა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, კერძოდ სამხედრო-ტექნიკური დახმარების საკითხი“, - წერს შმიგალი.

ცნობისთვის, ლატვია უკრაინასთან გრძელვადიანი მხარდაჭერისა და უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმებას გეგმავს, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ქვეყანას, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25%-ის ოდენობით დახმარებას გაუწევს.

დენის შმიგალი გუშინ ესტონეთში იმყოფებოდა. მან ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან თავდაცვის ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხები განიხილა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება