გიორგი ვაშაძე - ვინ შეუმოწმა ღარიბაშვილს დეკლარაცია, მილიარდერი რომ გახდა? ჩარტერით რომ დაფრინავს ცალ-ცალი „კალოშით“ მოსული ადამიანი, თვითონ რომ ამბობდა ოფიციანტად ვმუშაობდიო, რანაირად?

ყველაფერში ყველაზე ბინძური პროპაგანდისტი ივანიშვილის პარტიაა. სიბინძურე იყო, როგორც გუშინ მოიქცნენ პარლამენტში მათი მამაკაცი წარმომადგენლები. ეს ხომ მათი სტანდარტია? - ხალხო, ადამიანები, რომლებიც ასე ბინძურად და პროპაგანდისტულად იქცევიან, ისინი თქვენი მხარდაჭერის ღირსები არ არიან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ უმრავლესობის მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან, ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელი რეპლიკები პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

„ყველაფერში ყველაზე ბინძური პროპაგანდისტი ივანიშვილის პარტიაა. სიბინძურე იყო, როგორც გუშინ მოიქცნენ პარლამენტში მათი მამაკაცი წარმომადგენლები. ეს ხომ მათი სტანდარტია? ქალებზე როგორ ისაუბრეს და როგორ იქცევიან, ეს ხომ პირველად არ ხდება? საზოგადოებას ვეუბნები - ხალხო, ადამიანები, რომლებიც ასე ბინძურად და პროპაგანდისტულად იქცევიან, ისინი თქვენი მხარდაჭერის ღირსები არ არიან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამ თემისა, ვაშაძემ ჟურნალისტებთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც მმართველი გუნდის წევრები გამჭვირვალობაზე საუბრობენ, „გვერდზე გახედონ [ირაკლი] ღარიბაშვილს და დაინახავენ გამჭვირვალობას“.

„სიტყვა გამჭვირვალობას რომ ახსენებენ, გვერდზე გახედონ ღარიბაშვილს და დაინახავენ გამჭვირვალობას. პარლამენტში რომ არიან მილიარდერები წამოსკუპებულები, იმათ გახედონ სულ ყველას. რა დეკლარაციას? რომელ დეკლარაციას ვინ უმოწმებს? ვინ შეუმოწმა ღარიბაშვილს დეკლარაცია მილიარდერი რომ გახდა? თქვენ არ გაქვთ კითხვა? ჩარტერით რომ დაფრინავს ცალ-ცალი „კალოშით“ მოსული ადამიანი [ირაკლი ღარიბაშვილი], თვითონ რომ ამბობდა ოფიციანტად ვმუშაობდიო, ამ პროფესიის ყველა წარმომადგენელს პატივს ვცემ, მაგრამ რანაირად? რანაირად [ეხმარებოდა] პენსიონერი მამა, საიდან ეს შემოსავალი, დაუსვით ეს კითხვა. ამ გამჭვირვალობაზე მელაპარაკონ“,-აღნიშნა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება