ირაკლი ზარქუა ბექა ოდიშარიაზე - კაცმა კუთხეში თქვა თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში, ან პრივატულად გამწარებულზე

კაცმა {ბექა ოდიშარიამ} კუთხეში თქვა თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში, ან პრივატულად გამწარებულზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი "ყველაფრით სპეკულანტობს".

„მინდა გამოვეხმაურო, ხატია დეკანოიძე იყო და მეორე ხელმოცარული დიპლომატი რომ გვყავს პარლამენტში, დაგმეს ვითომდა, დიდი შეშფოთებები გამოთქვეს.

ადამიანმა {ბექა ოდიშარიამ} გუშინ პრივატულ საუბარში რაღაც თქვა არმოსაწონი, გამოვიდა და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. თქვენ რანაირად ამოგეღებათ ხმა?! თქვენი მებრძოლი და სულიერი მეგობარი გვარამია მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაზე აგინებდა საზოგადოებას და ხმა ამოგიღიათ?! დაგიგმიათ პირდაპირ ეთერში?! ეს არის, ორმაგი სტანდარტი რომ გაქვთ. ყველაფრით სპეკულანტობთ, ვითომ აქ შეშფოთდნენ. კაცმა კუთხეში თქვა თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში, ან პრივატულად გამწარებულზე. გამოვიდა და თქვა, არასწორად მოვიქეციო და ბოდიში მოიხადა. გამოხვედით და გინდათ, რომ რეკლამა დაიწეროთ.

ან ამ კანონს რას ერჩით?! სამადაშვილის მესმის, იმიტომ რომ ამით მიეცემა შესაძლებლობა ბატონ ხაზარაძეს, რომ არ ჩასვას სიაში, ვალდებულება ჰქონდა ჩაესვა. ახლა დაწინაურდა გუშინ ანა მასწავლებელი რომ ჰყავს. თუ წარმოდგენილები ხართ თქვენი კომპეტენციით, პოზიციებით, სახელმწიფოებრივი პოზიციით, დაიმსახურებთ ადგილს აქაც და იქაც. „ქართული ოცნება“ ვამაყობთ ჩვენი ქალბატონებით, მათი პატრიოტიზმით და კომპეტენციით“, - განაცხადა ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება