OECD - საქართველოში საბანკო ინფორმაციაზე წვდომა ეფექტურია

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) საქართველოს მეორე რაუნდის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანგარიში საგადახდო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას აფასებს.

ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

„ანგარიშში ხაზგასმულია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი საბანკო ინფორმაციაზე წვდომის კუთხით. ასევე, ეფექტურად არის შეფასებული სახელმწიფოში ამ მიმართულებით მოქმედი საკანონმდებლო ბაზა და არსებული პრაქტიკა.

ამასთან, ანგარიშში დადებითადაა შეფასებული საბანკო სექტორის როლი კომპანიის ბენეფიციარ მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაციის მიღების პროცესში და ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით.

მეორე რაუნდის ფარგლებში, OECD-მ შეფასება 2023 წლის 10 მარტს დაიწყო და 3-წლიანი შესწავლის შედეგად გააკეთა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება